вторник, 11 июля 2017 г.

მე-9 დღე

დღევანდელი დღე გამორჩეულია. მოვისმინეთ და შევაჯამეთ ჩვენი ცხრა დღიანი ტრენინგი. კიდევ ერთხელ  დავრწმუნდი, რამდენად აუცილებელია მასწავლებლისთვის სიახლეების სწავლა და გააზრება იმისა, რომ ასწავლო ,უნდა ისწავლო.
      ყველა მონაწილის პროექტი ზედმიწევნით საინტერესო და  ცოდნის მიმღებია  , მაგრამ განსაკუთრებულად უნდა გამოვყო ოლიკო დოგუზაშვილის პროექტი.პროექტის მიზანია ბუნების დაცვა პოლიმერებისგან.ბავშვები სწავლობენ ნარჩენების დასუფთავებას,ბუნების გაფრთხილებას და ა.შ
  რაც შეეხება, ზოგადად ტრენინგის. უღრმესი  მადლობა მასწავლებელთა სახლს  ამ საინტერესო და დროული საქმიანობის შესწავლისთვის და უზომოდ დიდი მადლობა პოზიტიურ და ნიჭიერ ტრენერს ქ-ნ ქეთევან ცერაძეს საინტერესო ტრენინგისთვის.
  

суббота, 8 июля 2017 г.

ტრენინგის მე-8 დღე

ტრენინგის მერვე დღე დავიწყეთ ასატვირთად  გამზადებული მასალის დათვალიერებით და შევასწორეთ შეცდომები. გავიმეორეთ განვლილი მასალა. განვიხილეთ როგორ იქმნება ფასილიტაციის  რესურსი   .მოვაწესრიგეთ პროექტის პორტფოლიო, დავარქვით თითოეულ საქაღალდეს თავისი სახელი .   შემდეგ ვისწავლეთ დრაივის საშუალებით პროექტის  ბლოგზე განთავსება.ვფიქრობ, დღემ ნაყოფიერად ჩაიარა.ვემზადებით პროექტის პრეზენტაციისათვის

четверг, 6 июля 2017 г.

მე-7 დღე

როგორც წესი, გავიმეორეთ წინა მასალა, შევისწავლეთ ყველა მოსწალის საჭიროების გათვალისწინება. ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, ჩამოვაყალიბეთ სასწავლო პროცედურები.დღემ საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა, აღნიშულ ცოდნას გამოვიყენებ პედაგოგიურ პრაქტიკაში.

воскресенье, 2 июля 2017 г.

მე-6 დღე

დღევანდელი დღე დავიწყეთ ჩვეულებისამებრ, გამეორებით. გავიხსენეთ წინა დრეს ნასწავლი საკითხები. შემდეგ გავეცანით თუ როგორ კეთდება მოსწავლის პრეზენტაცია, რაც ვფიქრობ გამომადგება და დამეხმარება მოსწავლეს მივცე მითითებები რათა გააკეთოს სრულყოფილი პრეზენტაცია. ასევე გავეცანით სხვადასხვა შეფასების რუბრიკებს, რომლებსაც გამოვიყენებ როგორც პროექტის დაგეგმვისას ასევე გაკვეთილის მსვლელობისას.

суббота, 1 июля 2017 г.

ტრენინგის მე_5  დღე
გავიმეორეთ წინა მასალა.გავეცანით   საავტორო უფლებებისა  და საავტორო უფლებების შაბლონებს.ბლოგზე გასაკეთებელ კომენტარებს. ვიმუშავეთ მოსწავლის ბლოგების შექმნაზე.სურათების გადაადგილებისა და სხვა ფორმებით გამოყენებაზე,გავეცანით გაჯეტებს. დღევანდელი დღე იყო ძალიან ნაყოფიერი .

воскресенье, 25 июня 2017 г.

ტრენინგის მე-4 დღე

 ტრენინგი დავიწყეთ წინა დღეს დღეს შესწავლილი მასალის გამეორებით.
ვისწავლეთ პროექტის შეფასების სხვადასხვა მეთოდი და ისინი მოვარგეთ ჩვენს სასწავლო პროექტის გეგმას.  ვისწავლეთ პროექტის გეგმის სლაიდებში გადმოტანა, სლაიდების ფონის შექმნა .  გავიმეორეთ საქაღალდის დაარქივება და გაგზავნა .ვისწავლეთ ბლოგში სურათის ჩასმა .ჩემთვის საინტერესო იყო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია.

суббота, 24 июня 2017 г.

ტრენინგის მე-3 დღე

დღეს ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე. დავისახეთ სასწავლო  მიზნები და გამოვკვეთეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები:ზოგადი, თემატური და
შინაარსობრივი. განვიხილეთ საკვანძო  კითხვების  მაგალითები,გამოვკვეთეთ პროექტის
შინაარსი და შევუსაბამეთ სტანდარტს.